თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
პრეპარატის დასახელება: ფერუს-S
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: ინდოიეთი
5მლ შეიცავს:
რკინის (III) ჰიდროქსიდი - პოლიმალტოზას კომპლექსი
ეკვივალენტური 50მგ ელემენტარული რკინის
არომატიზებული სიროფის ბაზა
რკინის (III) ჰიდროქსიდი -პოლიმალტოზას კომპლექსი
რკინის პრეპარატი
ფერუს-S შეიცავს რკინას რკინის (III) ჰიდროქსიდ - პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით.
რკინის (III) ჰიდროქსიდ - პოლიმალტოზას კომპლექსი შეიცავს არაიონურ რკინას პოლინუკლეარული რკინის (III) ჰიდროქსიდის და პოლიმალტოზის ლიგანდების ფორმით.
კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში არ ათავისუფლებს რკინის იონებს. არაიონური რკინა არ ურთიერთქმედებს საკვების კომპონენტებთან და არ იწვევს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების წარმოქმნას.
- რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა (ჩვილები, ორსულები)
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა
- ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ
- ჰემოქრომატოზი
- ჰემოლიზური ანემია
ორსულობისას იზრდება რკინაზე მოთხოვნილება. ნაყოფისთვის ადეკვატური რკინის კონცენტრაციის მიღწევა დამოკიდებულია დედის რკინის სტატუსზე. ორსულობისას რკინის დეფიციტმა და რკინადეფიციტურმა ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები (ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის მცირე წონა, პერინატალური სიკვდილობა). შესაბამისად რეკომენდებულია საპროფილაქტიკო რკინის მიღება მთელი ორსულობის განმავლობაში. რკინადეფიციტური ანემიის დროს რკინის მიღება უწყვეტად უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ნორმალიზებიდან კიდევ 3 თვის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ორგანიზმის რკინის მარაგის შესავსებად.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და < 0,01%) - სისავსის შეგრძნება, სიმძიმე ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა, შესაძლოა განავლის შეფერილობის ცვლილება.
რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის შრატის კონცენტრაციებს. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2 ან მეტი საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.
ფერუს-S მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად მიღება ან საკვებ ფორმულაში დამატება.
დღიური დოზა დამოკიდებულია ჩვენებაზე და რკინის დეფიციტის ხარისხზე.
ოპტიმალური აბსორბციისთვის რეკომენდებულია რკინის სადღეღამისო დოზის მიღება დღეში ერთხელ.
რკინის ლატენტური დეფიციტის ან რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა:
0.3 – 0.6 მლ / კგ / დღეში ერთხელ.
რკინის დეფიციტის საპროფილაქტიკო დოზა:
წლამდე: 0.1 მლ /კგ / დღეში (მაქსიმუმ 1.5 მლ / დღეში)
1 – 3 წელი: 0.7 მლ / დღეში
4 – 8 წელი: 1 მლ / დღეში
9 – 13 წელი: 0.8 მლ / დღეში
ორალური რკინის მიღება უნდა მოხდეს კალციუმის შემცველი საკვების (რძის პროდუქტები) ან პრეპარატების მიღებისგან განცალკევებულად (2 საათიანი ინტერვალით).
ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები.
დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სიროფი შეიცავს შაქარს.
ფერუს-S: 150მლ მუქი ყავისფერი სიროფი ქარვისფერი პლასტმასის ბოთლში საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30℃ ტემნერატურაზე.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: სკოტიშფარმა, მუმბაი ინდოეთი