დიზოლო




წამლის ფორმა


მყარი კაფსულები

შემადგენლობა

1 მყარი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება

150მგ ფლუკონაზოლი.

სხვა კომპონენტები

კაფსულის შემადგენლობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

კაფსულის თავსახურის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის ოქსიდი (E 171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172) (მხოლოდ 100 მგ-იან კაფსულებში).

აღწერილობა

თეთრი ფერის მყარი კაფსულები. 150მგ-იანი 2 კაფსულა შეფუთვაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ორალური ანტიფუნგალური აგენტი, თიაზოლის წარმოებული.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედებს სოკოს ციტოქრომ P450 აქტივობაზე (ლანოსტეროლის14-α-დემეთილაზა), აქვეითებს ერგოსტეროლის სინთეზს (აუცილებელი სტეროლი სოკოს მემბრანაში) და აინჰიბირებს უჯრედის მემბრანის ფორმირებას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: სრული

ბიოშეღწევადობა: > 90%

პლაზმის ცილებთან კავშირი: 11-12%

ნახევარგამოყოფის პერიოდი: 30 საათ

პიკის დრო შრატში: 1-2 საათი

ექსკრეცია: შარდით (80% შეუცვლელი სახით)

მეტაბოლიზმი: აინჰიბირებს CYP2C19 (ძლიერი), CYP2C9 (საშუალო), CYP3A4 (საშუალო).

ჩვენებები
  • კანდიდოზი (ეზოფაგური, ოროფარინგული, პერიტონული, საშარდე გზების, ვაგინალური), ემპირიული მკურნალობა;
  • კანდიდოზის პროფილაქტიკა, მათ შორის მაღალი რისკის პაციენტებში (ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინვაზიური კანდიდოზის მაღალი ინციდენტობით, ონკოჰემატოლოგიის პაციენტებში, ორგანოს ტრანსპლანტაციის რეციპიენტებში);
  • სისტემური კანდიდოზი (კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი, პნევმონია);
  • კრიპტოკოკური მენინგიტი;
  • ანტიფუნგალური პროფილაქტიკა ალოგენური ჰემოპოეზური უჯრედების გადანერგვის რეციპიენტებში;
  • ბლასტომიკოზი;
  • კანდიდური ინტერტრიგო;
  • კოქციდიოიდომიკოზი;
  • კრიპტოკოკოზი;
  • დერმატოფიტოზი (ტერფის, საზარდულის, სკალპის, გლუვი კანის, მტევნის, ნაირფერი პიტირიაზი).
მიღების წესი და დოზირება

კანდიდოზი

ვულვოვაგინალური კანდიდოზი: 150მგ ერთჯერადად ან 150მგ-იანი 2-3 დოზა 72სთ-იანი ინტერვალებით. მორეციდივე ინფექციის დროს - 150მგ 72 საათში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 150მგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში.

ინტერტრიგო, ტოპიკური თერაპიის მიმართ რეზისტენტული: 150მგ კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.

საშარდე გზების კანდიდოზი: უსიმპტომო კანდიდურია - ნეიტროპენიის მქონე პაციენტები იმართებიან კანდიდემიის სქემით. გეგმიური უროლოგიური პროცედურის პაციენტებში - 400მგ (ან 6მგ/კგ) დღეში ერთხელ პროცედურის წინა და შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში. ცისტიტი - 200მგ (ან 3მგ/კგ) დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში. პიელონეფრიტი - 200-400მგ (ან 3-6მგ/კგ) დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში.

ოროფარინგული: პირველ დღეს 200მგ, შემდეგ 100-200მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 400მგ-მდე დღეში.

ოროფარინგული, მორეციდივე ინფექციის ქრონიკული სუპრესია: 100მგ დღეში ერთხელ ან 100 მგ კვირაში 3-ჯერ.

ეზოფაგური: პირველ დღეს 400მგ (ან 6მგ/კგ), შემდეგ 200-400მგ (ან 3-6მგ/კგ) დღეში ერთხელ 14-21 დღის განმავლობაში. 1 კვირაში დინამიკის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800მგ-მდე დღეში.

ეზოფაგური, მორეციდივე ინფექციის ქრონიკული სუპრესია: 100-200მგ დღეში ერთხელ ან 100-200მგ კვირაში 3-ჯერ.

კანდიდემია: პირველ დღეს 800მგ (ან 12მგ/კგ), შემდეგ 400მგ (ან 6მგ/კგ) დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა: სისხლის უარყოფითი კულტურის მიღებისა და სიმპტომების რეზოლუციის შემდეგ კიდევ ≥14 დღე (უფრო ხანგრძლივი მკურნალობა რეკომენდებულია მეტასტაზური გართულებების შემთხვევაში). საფეხურებრივ თერაპიაში (ექინოკანდინით საწყისი მკურნალობის შემდეგ) ფლუკონაზოლი (400მგ დღეში) რეკომენდებულია სტაბილურ პაციენტებში განმეორებითი უარყოფითი კულტურის მიღებიდან 5-7 დღის შემდეგ.

კარდიული მოწყობილობის ინფექცია: საფეხურებრივ თერაპიაში 400-800მგ (6-12მგ/კგ) დღეში მოწყობილობის ამოღებიდან 4-6 კვირის განმავლობაში.

ქრონიკული დისემინირებული (ჰეპატოსპლენური): 400მგ (6მგ/კგ) დღეში დაზიანების რეზოლუციამდე და იმუნოსუპრესიული პერიოდის განმავლობაში.

ცნს: საფეხურებრივ თერაპიაში 400-800მგ (6-12მგ/კგ) დღეში სიმპტომების და თზტ/რადიოლოგიური დარღვევების რეზოლუციამდე.

ენდოკარდიტი (ნატივური ან პროთეზირებული სარქვლის): საფეხურებრივ თერაპიაში 400-800მგ (6-12მგ/კგ) დღეში ≥6 კვირა სარქვლის ჩანაცვლების პროცედურის შემდეგ (უფრო ხანგრძლივი თერაპია რეკომენდებულია აბსცესის ან სხვა გართულებების შემთხვევაში). პაციენტებში რომლებსაც ვერ უტარდებათ სარქვლის ჩანაცვლების ქირურგიული პროცედურა ან ვისაც აქვს პროთეზირებული სარქვლის ენდოკარდიტი რეკომენდებულია ქრონიკული სუპრესიული თერაპია ფლუკონაზოლით 400-800მგ (6-12მგ/კგ) დღეში.

ენდოფთალმიტი, ენდოგენური: პირველ დღეს 800მგ (ან 12მგ/კგ), შემდეგ 400-800მგ მგ (ან 6-12მგ/კგ) დღეში ≥4-6 კვირის განმავლობაში ინფექციის რეზოლუციამდე.

მუცლის ღრუს ინფექცია: პირველ დღეს 800მგ (ან 12მგ/კგ), შემდეგ 400მგ (ან 6მგ/კგ) დღეში ≥14 დღე კლინიკური შედეგის შესაბამისად.

ძვალ-სახსროვანი: 400მგ (6მგ/კგ) დღეში. ოსტეომიელიტის დროს 6-12 თვე, სეპტიური ართრიტის დროს - 6 კვირა. პროთეზირებული სახსრის ინფექციის დროს ქირურგიული პროცედურის შეუძლებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ქრონიკული სუპრესია 400მგ (ან 6მგ/კგ) დღეში.

თრომბოფლებიტი: საწყის ან საფეხურებრივ თერაპიაში 400-800მგ (ან 6-12მგ/კგ) დღეში კანდიდემიის რეზოლუციიდან კიდევ ≥2 კვირა.

დერმატოფიტოზი

გლუვი კანის, საზარდულის: 150მგ კვირაში ერთხელ 2-4 კვირის განმავლობაში.

ტერფის: 150მგ კვირაში ერთხელ 2-6 კვირის განმავლობაში.

ნაირფერი პიტირიაზი: 300მგ კვირაში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში.

ონიქომიკოზი: 150-300მგ კვირაში ერთხელ 3 თვე ხელის ფრჩხილის ონიქომიკოზის და არაუმცირეს 6 თვე ფეხის ფრჩხილის ონიქომიკოზის შემთხვევაში.

ბლასტომიკოზი

ცნს-ის ინფექცია: საფეხურებრივ თერაპიაში 800მგ დღეში ≥12 თვის განმავლობაში ცერებროსპინალური დარღვევების რეზოლუციამდე.

ფილტვის ინფექცია: 400-800 დღეში 6-12 თვე.

კოქციდიოიდომიკოზი

საწყის ან საფეხურებრივ თერაპიაში 400-800მგ დღეში ≥1-3 წლის განმავლობაში.

კრიპტოკოკური მენინგიტი

400-800მგ დღეში ≥8 კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი თერაპია 200მგ დღეში ≥12 თვის განმავლობაში. ფილტვის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ინფექციის დროს - 400მგ დღში 6-12 თვის განმავლობაში.

დოზირება თირკმლის დისფუნქციის დროს

CrCl > 50მლ/წთ: არ საჭიროებს დოზის კორექციას.

CrCl ≤ 50მლ/წთ: რეკომენდებული დოზა მცირდება 50%-ით.

დილიზი: შემანარჩუნებელი დოზა კვირაში 3-ჯერ დიალიზის შემდეგ. რეკომენდებული დღეში ერთხელ სქემის შემთხვევაში - საწყისი 100% და შემდეგ დოზის 50% დღეში ერთხელ.

დოზირება ღვიძლის დისფუნქციის დროს

არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გამოყენება პედიატრიაში

საწყისი დოზა 6-12მგ/კგ/დღეში, შემდეგ 3-6მგ/კგ/დღეში მაქსიმუმ 600მგ/დღეში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის პერიოდში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

რეკომენდებული დოზით გამოყენების შემთხვევაში შეთავსებადია ლაქტაციასთან.

გვერდითი მოვლენები

>10%: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (მოზრდილებში: 2-13%)

1% - 10%:

დერმატოლოგიური: გამონაყარი (მოზრდილებში 2%).

გასტროინტესტინური: მუცლის ტკივილი (2-6%), დიარეა (2-3%), დისგევზია (მოზრდილებში 1%), დისპეფსია (მოზრდილებში 1%), გულისრევა (მოზრდილებში 4-7%, ბავშვებსა და მოზარდებში 2%), ღებინება (2-5%), ქსეროსტომია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუხვევა (მოზრდილებში 1%).

კარდიოვასკულური: OT ინტერვალის გახანგრძლივება.

ენდოკრინული და მეტაბოლური: ჰიპერქოლესტეროლემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

ღვიძლის მხრივ: ქოლესტაზური ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ჰეპატიტი, შრატში ტრანსამინაზების მომატება.

ჰიპერმგრძნობელობა: ანაფილაქსია, ანგიოედემა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჯვარედინი რეაქცია სხვა აზოლებთან დადგენილი არ არის, გამოიყენება სიფრთხილით);

CYP3A4 სუბსტრატებთან ერთად მიღება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის პროლონგირება (ერითრომიცინი, პიმოზიდი, ქინიდინი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

- ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთად გამოყენებისას იზრდება პროთრომბინის დრო (საშუალოდ 12%), რის გამოც საჭიროა ამ მაჩვენებლის კონტროლი.

- ფლუკონაზოლი ზრდის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების – სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპანიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდს. დასაშვებია მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება, მაგრამ გასათვალისწინებელია ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობა.

- ფლუკონაზოლი ზრდის ფენიტოინის კონცენტრაციას შრატში – აუცილებელია აღნიშნული მაჩვენებლის კონტროლი და აუცილებლობისას დოზის კორექცია.

- ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC დაქვეითებას და ნახევარდაშლის პერიოდის შემცირებას 25% და 20%-ით შესაბამისად, ფლუკონაზოლის მეტაბოლიზმის დაჩქარების შედეგად.

პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, საჭიროა ადექვატურად გაზარდონ ფლუკონაზოლის დოზა.

- გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში, ფლუკონაზოლმა (200მგ/დღეღამეში) შესაძლოა შრატში გაზარდოს ციკლოსპორინის კონცენტრაცია, რის გამოც აუცილებელია ამ მაჩვენებლის კონტროლი.

- ფლუკონაზოლი ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის შრატში; პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს, ან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თეოფილინური ინტოქსიკაციის განვითარების მომატებული ალბათობა, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას, თერაპია უნდა შეიცვალოს.

- ფლუკონაზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება და/ან გულის რითმის სერიოზული დარღვევები.

ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

- QT ინტერვალის გახანგრძლივების შედეგად სერიოზული არითმიების განვითარების გამო ჩატარდა კვლევები პაციენტებში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების – აზოლის წარმოებულების და ტერფენადის ურთიერთქმედების შესასწავლად. ფლუკონაზოლის მიღებისას დოზით 200 მგ/დღეღამეში QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დადგინდა, მაშინ როდესაც კვლევამ ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზით 400 მგ და 800 მგ აჩვენა, რომ პრეპარატი სადღეღამისო დოზით 400მგ და მეტი მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციას. ფლუკონაზოლის 400მგ/დღეღამეში და თეოფილინის ერთდროული მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ტერფენადინს და ფლუკონაზოლს 400მგ/დღეღამეში ნაკლები დოზით, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

- ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს რიფაბუტინის კონცენტრაცია შრატში. აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, აღწერილია უვეიტის შემთხვევები. აუცილებელია იმ პაციენტების მდგომარეობაზე გულმოდგინე დაკვირვება, რომლებიც ერთდოულად იღებენ ფლუკონაზოლს და რიფაბუტინს.

- ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ზიდოვუდინის შემცველობის მატებას შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგები.

- საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ჰიდროქლორთიაზიდის და ფლუკონაზოლის ერთდოულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში.

ფლუკონაზოლის და ფლუვასტატინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება.

ფლუკონაზოლის და აკროლიმუსის პერორალურად ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში უკანასკნელის კონცენტრაციის 5 ჯერ მომატება CYP3A4-ით მისი მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად. აღნიშნული ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეფროტოქსიკურობასთან. თუმცა აკროლიმუსის ინტრავენურად გამოყენებისას, მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნა.

პაციენტები, რომლებიც იღებენ აკროლიმუსს და ფლუკონაზოლს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების (მიდაზოლამი) მოქმედების ფონზე ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება და ფსიქომოტორული ეფექტები. ასეთი ეფექტი უმთავრესად ვლინდება ფლუკონაზოლის პერორალურად მიღებისას, ვიდრე მისი ინტრავენურად გამოყენებისას. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე სათანადო დაკვირვება და შესაძლოა ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირება. ფლუკონაზოლის გამოყენებამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სტემიზოლს შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელის კლირენსის შემცირება როგორც სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების შედეგი. აღნიშნულ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევეაში “torsade de pointes” ტაქიკარდიის შეტევები. ფლუკონაზოლის და სტემიზოლის ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები

იშვიათ შემთხვევაში ფლუკონაზოლის გამოყენება დაკავშირებული იყო ღვიძლის ტოქსიკურ ცვლილებებთან, უმთავრესად პაციენტებში თანმხლები სერიოზული დაავადებებით. ფლუკონაზოლის მიღებასთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიკური ფექტების შემთხვევაში მკვეთრი კავშირი პრეპარატის სადღეღამისო დოზას, თერაპიის ხანგრძლივობას, პაციენტის სქესსა და ასაკს შორის დადგენილი არ არის. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოტქსიკური მოქმედება როგორც წესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლით მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კონტროლი და დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე. სავარაუდოდ მკურნალობასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნების, ან ღვიძლის დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს ფლუკონაზოლით მკურნალობა.

შიდსით დაავადებულები უფრო მეტაად არიან მიდრეკილნი კანის მძიმე რეაქციებისადმი სხვადასხვა პრეპარატის მიღებისას. საჭიროა პრეპარატის მოხსნა იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებს უვითარდებათ გამონაყარი, რომელიც შეფასებულია როგორც ფლუკონაზოლთან დაკავშირებული. ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში გამონაყარის განვითარებისას საჭიროა მათზე გულმოდგინე დაკვირვება და ფლუკონაზოლის მოხსნა ბულოზური ცვლილებების, ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კომპლექსური მკურნალობისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსიდან გმომდინარე.

შეზღუდულია გამოცდილება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ფლუკონაზოლის გამოყენებაზე. მკურნალობის აუცილებლობის შესახებ ექიმმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ზოგიერთი აზოლების გამყენებას ფლუკონაზოლის ჩათვლით უკავშირებენ ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას. პოსტმარკეტინგული პერიოდში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის და “ტორსადე დე პოინტეს” ტაქიკარდიის შეტევების მომატება აღინიშნებოდა ძალიან ინშვიათ შემთხვევებში პაციენტებში მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, როგორებიცაა გულის ორგანული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და მსგავსი სახის დარღვევების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები თერაპია.

მკურნალობის დაწყებამდე მიღებული უნდა იქნას სოკოვანი კულტურების ნიმუშები და ჩატარდეს სხვა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები (სეროლოგია, ჰისტოპათოლოგია). თერაპია შეიძლება დაიწყოს მანამდე, სანამ ცნობილი გახდება ლაბოლატორიული კვლევების შედეგები, თუმცა შედეგების მიღებისთანავე ანტიბაქტერიული მკურნალობა შესაბამისად უნდა იყოს კორეგირებული.

გამოშვების ფორმა

150მგ მყარი კაფსულები №2.

2 კაფსულა ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

იტალია, რომი, კონკა დ’ოროს ქ. 212 00141