თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
პრეპარატის დასახელება: სელედოქს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: ლატვია
აქტიური ნივთიერება:
ბუნებრივი წარმოშობის სელენი 200მკგ
სხვა ინგრედიენტები:
ინულინი (ბოჭკო),
სელენით გამდიდრებული საფუარი,
ცხიმოვანი მჟავას მაგნიუმის მარილები.
სელედოქსი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის სელენს, მრავალი ბიოლოგიური ფუნქციის მქონე ულტრამიკროელემენტს. აუცილებელია იმუნური სისტემის ადეკვატური მუშაობისთვის, თიროიდული ჰორმონების პროდუქციისთვის და ორგანიზმის ანტიოქსიდაციური დაცვისთვის, ათეროსკლეროზის პრევენციისთვის.
სელენის დეფიციტი იწვევს ჩონჩხის კუნთების დისფუნქციას და კარდიომიოპათიას, გუნება-განწყობის ცვლილებას, იმუნური ფუნქციის დარღვევას, მაკროციტოზს.
სელენის დანამატი ამცირებს ანთებით აქტივობას აუტოიმუნური თიროიდიტის დროს და მშობიარობისშემდგომი თიროიდიტის რისკს თიროიდ პეროქსიდაზის მიმართ ანტისხეულების მქონე პირებში. გლუტათიონ პეროქსიდაზა (სელენოპროტეინი) უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდაციურ დაცვას. ამცირებს წყალბადის პეროქსიდს და ოქსიდაციური პოტენციალის მქონე სხვა მოლეკულებს. იცავს ლიპიდურ მემბრანებს. ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ოქსიდაციურ მოდიფიკაციას. აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას.
სელედოქსი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
სელენის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება
სხვადასხვა ეტიოლოგიის მალაბსორბცია
აუტოიმუნური თიროიდიტი
გარემო ფაქტორების არასასურველი ზემოქმედება
თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება
ინფექციების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების რეკონვალესცენციის პერიოდი
ქიმიო- და სხივური თერაპია
ასთენიური მდგომარეობა
ასთენოზოოსპერმია
მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. რეკომენდებული არ არის საკვები დანამატის გამოყენება სრულფასოვანი დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კაფსულა N30
Solepharm Ltd, ლატვია
Alksnu 4, Jaunmarupe, district of Marupe, LV-2166