თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
პრეპარატის დასახელება: ფორკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: თურქეთი
ნახევრადგამჭვირვალე ყავისფერი შეფერილობის ორალური სითხე.
ორალური სითხის 1.25 მლ შეიცავს:
კარბონილის რკინა 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური გლიცერინი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატურალური ყურძნის არომატი, ნატრიუმის ბენზოატი, ბერის ხილის Siraitia grosvenorii ექსტრაქტი (ბუნებრივი დამატკბობელი).
კარბონილის რკინა წარმოადგენს ელემენტური რკინის სუფთა ფორმას. შეიცავს 98% მინერალურ რკინას მაღალი სისუფთავის მცირე სფერული ნაწილაკების სახით. მიიღება რკინის პენტაკარბონილის დაშლის გზით.
კარბონილის რკინა რკინის ყველაზე აბსორბირებადი ფორმაა. კარბონილის ნაწილაკების მცირე ზომა (< 5µ) და დიდი ზედაპირის ფართობი განაპირობებს მაღალ, 69%-იან ბიოშეღწევადობას.
კარბონილის რკინა ფლობს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ პროფილს. ეფექტურად ავსებს რკინის მარაგს და აღადგენს ჰემოგლობინის კონცენტრაციას გვერდითი ეფექტების გარეშე.
რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისა და ჟანგბადის ტრანსპორტისთვის, მიოგლობინის, ციტოქრონ C, ციტოქრომ P450 და პეროქსიდაზების ფუნქციისთვის.
რკინაზე მოთხოვნილება მაღალია მოზარდებში, რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და ორსულებში ზარდასრულ მამაკაცებთან შედარებით. რკინის დეფიციტი იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას, კარდიომეგალიას, ფსიქომოტორული და მენტალური განვითარების დარღვევას, იმუნიტეტის დაქვეითებას.
• რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ჩვილებში,
• არასაკმარისი და არაბალანსირებული კვების დროს,
• აქტიური ზრდის პერიოდში,
• სქესობრივი მომწიფების პერიოდში,
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
• ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი აქტივობის დროს,
• ინფექციური დაავადებების, ქირურგიული პროცედურის, ქიმიო- ან რადიოთერაპიის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდში
მიიღება დღეში ერთხელ. შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად, თუმცა მაქსიმალური აბსორბციისთვის უმჯობესია ცარიელ კუჭში წყალთან ან წვენთან ერთად. არ არის რეკომენდებული რძესთან ან რძის ნაწარმთან ერთად.
კურსის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის და განისაზღვრება საჭიროებით.
0.25-0.5 მლ/კგ (შეესაბამება 3-6 მგ/კგ ელემენტურ რკინას) დღეში ერთხელ.
0-1 წელი: 0.08 მლ/კგ (შეესაბამება 1მგ/კგ ელემენტურ რკინას) მაქსიმუმ 1.25მლ (15მგ) დღეში ერთხელ;
1-3 წელი: 0.6 მლ (შეესაბამება 7 მგ ელემენტურ რკინას) დღეში ერთხელ;
4-8 წელი: 0.8 მლ (შეესაბამება 7-10 მგ ელემენტურ რკინას) დღეში ერთხელ;
9-13 წელი: 0.67 მლ (შეესაბამება 8 მგ ელემენტურ რკინას) დღეში ერთხელ.
ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ
ჰემოქრომატოზი
ჰემოლიზური ანემია
50 მლ ორალური სითხე ფლაკონში შპრიცთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
გახსნილი ფლაკონის შენახვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში.