დეპანზა




შემადგენლობა


ბრომელაინი 45მგ

პაპაინი 100მგ

სერატიოპეპტიდაზა 15მგ

ქიმოტრიფსინი 2მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დე-პანზა წარმოადგენს მცენარეული, ცხოველური და ბაქტერიული წარმოშობის ნატურალური ენზიმების კომბინაციას. ორალური მიღებისას სისტემური მოქმედების ენზიმური ფორმულა შეიწოვება წვრილ ნაწლავში და ხვდება ცირკულაციაში. იწვევს ანტიპროტეინაზების სინთეზის ინდუქციას და პროტეინაზა-ანტიპროტეინაზის კომპლექსებით გაშუალებულ ანთებისსაწინააღმდეგო, ანტითრომბოზულ, და იმუნომოდულაციურ მოქმედებას.

აინჰიბირებს პროსტაგლანდინების, ინტერლეიკინების და ანთების სხვა მედიატორების გამონთავისუფლებას. ამცირებს მოცირკულირე იმუნური კომპლექსების რაოდენობას. ამცირებს ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიას. ახდენს ციტოკინების პროფილის მოდულაციას. ზრდის ცილოვანი დეტრიტებისა და ფიბრინის დეპოზიტების ელიმინაციას ანთების კერიდან. ავლენს ანტიაგრეგაციულ და ფიბრინოლიზურ მოქმედებას. აუმჯობესებს ანტიბაქტერიული საშუალებების პენეტრაციას ანთების კერაში.

აჩქარებს შეშუპების მოხსნას, ჰემატომის გაწოვას, ანთების კერის გათავისუფლებას დეტრიტებისგან. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

ჩვენებები

ძვლების, სახსრების და რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება

ძვლების, სახსრების და რბილი ქსოვილების ანთებითი (სეპტიური და ასეპტიური) დაზიანება

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ჩონჩხ-კუნთოვანი დაზიანება (დაჭიმვა, გაწყვეტა, მოტეხილობა, ტენდინიტი, ბურსიტი, ჰემატომა)

დამწვრობა

ქირურგიული გართულებების (ანთება, შეშუპება, ინფექცია, თრომბოზი) პროფილაქტიკა

მწვავე ზედაპირული თრომბოფლებიტი, პოსტთრომბოზული სინდრომი, ვასკულიტი

დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია

ჰემოფთალმი

აუტოიმუნური თირეოიდიტი

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები

მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები

ქიმიო- და რადიოთერაპიის გართულებების პროფილაქტიკა

ლაქტაციური მასტიტი, მასტოპათია

ალერგიული დაავადებები / ატოპია

ფსორიაზი

მიღების წესი და დოზირება

დე-პანზა მიიღება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი განისაზღვრება ჩვენების მიხედვით.

უკუჩვენება

ორსულობა და 14 წლამდე ასაკი.

მწარმოებელი

Scottish Pharma, ინდოეთი

დამზადებულია Millennium pharmacy-ისთვის, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი