დედეპი ქიდსი




10 მლ სიროფი შეიცავს

პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora) – 140 მგ

კუნელის ექსტრაქტი (Crataegus) – 140 მგ

ბარამბოს ექსტრაქტი (Melisa officinalis) – 100 mg

მაგნიუმი - 42 მგ

ვიტამინი B 6 – 2 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი

მცენარეული წარმოშობის სედაციური და სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმის და ვიტამინი B 6 - ის დეფიციტის შევსებას.

ჩვენებები:

ძილის დარღვევები, უძილობა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება;

დაძაბულობა, შფოთვა;

ნევროზული მდგომარეობა, მომატებული აგზნებადობა, კბილების ამოჭრის პერიოდი;

ბიოლოგიური რითმის დარღვევა (,,დღე-ღამური ციკლის ’’დარღვევა);

ხშირი სტრესი, შიშები;

მიდრეკილება კრუნჩხვებისადმი და კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი;

ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში;

ფსიქომოტირული დარღვევევბი;

ჰორმონული და ასაკობრივი დარღვევები;

ქრონიკული დაღლილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;

მეხსიერების და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები (ნაწლავური კოლიკა, მეტეორიზმი).

მიღების წესი და დოზირება:

დედეპი მიიღება ჭამის შემდეგ, მსუბუქი მდგომარეობის დროს 1-2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევების დროს 2-3-ჯერ დღეში ასაკობრივი დოზის შესაბამისად.

მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.

ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღიური დოზა
ბავშვები 0 – 1 წელი 2,0 მლ 6 მლ
1-3 წელი 3,5 მლ 10,5 მლ
3 – 5 წელი 5,0 მლ 15 მლ
5 – 8 წელი 7,0 მლ 21 მლ
8 – 12 წელი 10,0 მლ 30 მლ
ბავშვები 12 წლის ზემოთ 15,0 მლ 45 მლ
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

გამოშვების ფორმა: დედეპი სიროფი 150 მლ, საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში. საკვები დანამატი / გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: თურქეთი / HAVAN ILAC

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3 D ფარმა