თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
თბილისი, მერაბ კოსტავას 75გ
თეთრი ფერის მრგვალი ფორმის მიკროტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები:
კარბონილის რკინა 30 მგ
თუთია 10 მგ
სპილენძი 1 მგ
L-მეთილფოლატი 400 მკგ
თიამინი (ვიტ. B1) 1.2 მგ
პირიდოქსინი (ვიტ. B6) 2 მგ
მეთილკობალამინი (ვიტ. B12) 2 მკგ
სხვა ინგრედიენტები: სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი
კარბონილის რკინა წარმოადგენს ელემენტური რკინის სუფთა ფორმას. შეიცავს 98% მინერალურ რკინას მაღალი სისუფთავის მცირე სფერული ნაწილაკების სახით.
მიიღება რკინის პენტაკარბონილის დაშლის გზით. კარბონილის რკინა რკინის ყველაზე აბსორბირებადი ფორმაა. კარბონილის ნაწილაკების მცირე ზომა (< 5µ) და დიდი ზედაპირის ფართობი განაპირობებს მაღალ, 69%-იან ბიოშეღწევადობას.
კარბონილის რკინა ფლობს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ პროფილს. ეფექტურად ავსებს რკინის მარაგს და აღადგენს ჰემოგლობინის კონცენტრაციას გვერდითი ეფექტების გარეშე.
რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისა და ჟანგბადის ტრანსპორტისთვის, მიოგლობინის, ციტოქრონ C, ციტოქრომ P450 და პეროქსიდაზების ფუნქციისთვის.
რკინაზე მოთხოვნილება მაღალია მოზარდებში, რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და ორსულებში ზარდასრულ მამაკაცებთან შედარებით. რკინის დეფიციტი იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას, კარდიომეგალიას, ფსიქომოტორული და მენტალური განვითარების დარღვევას, იმუნიტეტის დაქვეითებას.
თუთია ასრულებს სტრუქტურულ, მარეგულირებელ, კატალიზურ ფუნქციას. მნიშვნელოვანია უჯრედის გაყოფასა და აპოპტოზში, ზრდაში, აღდგენაში, ჭრილობის შეხორცებაში, ლიპიდებისა და გლუკოზის მეტაბოლიზმში. აუცილებელია ნორმალური იმუნური ფუნქციისთვის. თუთიის დეფიციტი ვლინდება ზრდის შეფერხებით, პირველადი ჰიპოგონადიზმით, კანის დაზიანებით, ალოპეციით, მადის დაქვეითებით, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევით, ინფექციებისადმი რეზისტენტობის დაქვეითებით, კოგნიტური დისფუნქციით.
სპილენძი მესამე მნიშვნელოვანი ელემენტია რკინისა და თუთიის შემდეგ. შედის კუპროენზიმების შემადგენლობაში და აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა უჯრედების პროდუქციისთვის, რკინის უტილიზაციის, ზრდის, გონებრივი განვითარებისთვის, იმუნიტეტისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციისთვის. სპილენძის დეფიციტი ვლინდება სიდერობლასტური ანემიით, ზრდაში ჩამორჩენით, ჩონჩხის დეფექტებით.
L-მეთილფოლატი წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომელიც არ საჭიროებს გარდაქმნას. მას მყისიერად და სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი ფოლიუმის მჟავისგან განსხვავებით, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა და შეწოვა ხშირ შემთხვევაში გართულებულია.
ფოლატი B12 ვიტამინთან ერთად აუცილებელია ერითროციტების ფუნქციისთვის, უჯრედის გაყოფისთვის, ნერვული სისტემის ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ფოლატი B6 და B12 ვიტამინებთან ერთად აუცილებელია სისხლში ჰომოცისტეინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. ფოლატის დეფიციტი იწვევს მაკროციტულ ანემიას, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას, დეპრესიას, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას.
თიამინი წარმოადგენს კოენზიმს ენერგიის პროდუქციის ცენტრალურ მეტაბოლურ გზებში. თიამინზე მოთხოვნილება უკავშირდება ენერგიის მოხმარებას. თიამინი აუცილებელია ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და გულის კუნთის ნორმალური ფუნქციისთვის.
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად, თუმცა მაქსიმალური აბსორბციისთვის უმჯობესია მიღებულ იქნას ცარიელ კუჭში (ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამის შემდეგ 2სთ-ში).
ოპტიმალური აბსორბციის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია ანტაციდების, რძის ნაწარმის, ჩაის ან ყავის მიღებისგან თავის შეკავება რკინის მიღებამდე და შემდეგ 2 საათის განმავლობაში.
ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ
ჰემოქრომატოზი
ჰემოლიზური ანემია
30 მიკროტაბლეტი ბლისტერზე.
ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
HELEX HEALTHCARE Gıda Ilac Koz. Med. San. Dış. Tıc. Ltd. Şti.
Tepeören Mah. Karadağ Cad. Gurme Carrefoursa Blok No: 7 İç kapı No:1 Tuzla
სტამბოლი, თურქეთი