კლიოფორტი




აღწერილობა


წამლის ფორმა

ვაგინალური კაფსულები

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს: მეტრონიდაზოლი 500 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.

ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი “მზის ჩასვლა” ყვითელი E-110.

აღწერილობა

ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის დრეკადი, გაუმჭვირვალე, ღია ყავისფერი კაფსულები წაწვეტებული ბოლოებით და ნაწიბურებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ასეპტიკური საშუალებები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. იმიდაზოლის წარმოებულების კომბინაციები.

ათქ კოდი: G01AF20.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

მეტრონიდაზოლი ურთიერთქმედებს ბაქტერიულ დნმ-თან და იწვევს მისის სპირალური სტრუქტურის დაკარგვას და ჯაჭვის რღვევას, რაც განაპირობებს ცილის სინთეზის ინჰიბირებას და უჯრედის სიკვდილს.

მიკონაზოლი აინჰიბირებს ერგოსტეროლის სინთეზს და არღვევს სოკოს მემბრანის მთლიანობას.

ფარმაკოკინეტიკა

მეტრონიდაზოლის აბსორბცია: ორალური გზით მიღებასთან შედარებით ~2%.

ვაგინალურად მიღებული მიკონაზოლი სისტემურ აბსორბციას არ ექვემდებარება.

გამოყენების ჩვენებები

- ბაქტერიული ვაგინოზი

- კანდიდური ვულვოვაგინიტი

- ტრიქომონიაზი

- შერეული ვაგინალური ინფექციები

გამოყენების წესი და დოზები

კლიოფორტი გამოიყენება ინტრავაგინალურად, ღრმად შეიყვანება საშოში.

ტრიქომონიაზის დროს: 1 ვაგინალური კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთხელ 10 დღე (ორალური მეტრონიდაზოლით მკურნალობის პარალელურად) უმჯობესია საღამოს დაწოლის წინ.

ბაქტერიული ვაგინოზის დროს: 1 ვაგინალური კაფსულა დღეში ერთხელ ან 2-ჯერ 10 დღე.

კანდიდური ვულვოვაგინიტის დროს 1 ვაგინალური კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთხელ 10 დღე.

მორეციდივე ვაგინიტების ან სხვა მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ვაგინიტების შემთხვევაში ინიშნება 1 ვაგინალური კაფსულა ღამით და 1 ვაგინალური კაფსულა დილით 14 დღე.

ბავშვები: რეკომენდირებული არ არის.

თირკმლის უკმარისობა: მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება. დოზის შემცირება არ არის საჭირო.

ტრიქომონიაზის მკურნალობისას მიზანშეწონილია მკურნალობა ჩაუტარდეს სქესობრივ პარტნიორსაც პერორალურად მისაღები მეტრონიდაზოლის ტაბლეტებით.

სასურველია ვაგინალურ კაფსულებთან ერთად დაინიშნოს მეტრონიდაზოლის პერორალური ფორმები.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ვაგინალურად მიღებული მეტრონიდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება ცირკულაციაში. ორსულობის დროს გამოყენება არ ზრდის ეოსკს ნაყოფისთვის.

ბაქტერიული ვაგინოზი ასოცირდება ორსულობის უარყოფით გამოსავალთან.

შესაბამისად მეტრონიდაზოლი რეკომენდებულია სიმპტომური ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ორსულობის დროს.

ვაგინალური გამოყენებისას მეტრონიდაზოლის სისტემური აბსორბცია დაბალია და ზოგიერთი ექსპერტის რეკომენდაციით ლაქტაციასთან შეთავსებადია. ზოგიერთი რეკომენდაციით ბავშვზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან არიდების მიზნით ან უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 1-2 დღე ან პრეპარატის მიღება დედისათვის მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ. მკურნალობის დროს ან თერაპიის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლის ან პროპილენგლიკოლის გამოყენება. მკურნალობამდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში დისულფირამის გამოყენება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ალკოჰოლი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გააძლიეროს ალკოჰოლის ტოქსიური მოქმედება. შესაძლოა გამოვლინდეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია ალკოჰოლის მიღებისას მეტრონიდაზოლის მიღებიდან 24-72სთ-ში.

დისულფირამი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გააძლიეროს დისულფირამის გვერდითი ეფექტები. შესაძლოა გაიზარდოს ცნს-ის მხრივი ტოქსიურობის რისკი, როგორიცაა ფსიქოზი.

ლოპინავირი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გააძლიეროს ლოპინავირის გვერდითი ეფექტები, კერძოდ დისულფირამის მსგავსი რეაქცია.

ტიპრანავირი: მეტრონიდაზოლმა შესაძლოა გააძლიეროს ტიპრანავირის გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები

დგილობრივი: იშვიათად- საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

მოსალოდნელია სისტემური ეფექტების განვითარება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, სპაზმური ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დიარეა, ნადები ენაზე, მწარე, ლითონის გემო პირის ღრუში.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი ხასიათის ნეიტროპენია (ლეიკოპენია).

ცნს-ის მხრივ: პერიფერიული ნევროპათია (შეგრძნების დაკარგვა კიდურებში), იშვიათად და მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობისას აღინიშნება თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, გონების არევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ძალიან იშვიათად აღინიშნება ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია.

პრეპარატის ზეგავლენა ღვიძლზე: იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაძლიერება, ქოლესტაზი, სიყვითლე.

სხვა: ტემპერატურის მატება, მუქი შარდი (იწვევს მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტი, არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა).

აღნიშნული გვერდითი ეფექტები აღინიშნება ძალიან იშვიათად, რაც განპირობებულია ვაგინალური კაფსულების კლიოფორტის ინტრავაგინალურად შეყვანისას სისხლში მეტრონიდაზოლის დაბალი კონცენტრაციით. მიკონაზოლის ნიტრატი არ შეიწოვება კლიოფორტის საშოში შეყვანისას.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას კლიოფორტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულები, 5 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას 150C-250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი

“მინსკინტერკაფსი”, ბელარუსი